#აიფაქტი: ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის, პეტრე ცაავას ქონებრივი მდგომარეობა საჯარო რეესტრის თანხმად ასე გამოიყურება:
4,240 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა მარტვილში, სოფელ სალხინოში შეიძინა 2007 წელს 1000 ლარად და 2015 წელს 7000 ლარად გაყიდა.
2,970 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა მარტვილში პაატა ცაავამ 2007 წელს შეიძინა 4,000 ლარად და საპატრიარქოს აჩუქა 2017 წელს.
1,330 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა სენაკში, ასათიანის ქუჩაზე 2017 წელს საჩუქრად მიიღო და დღემდე მის სახელზეა რეგისტრირებული.
პეტრე ცაავა ბერად 2000 წელს აღიკვეცა. მაშინ მან უქონლობის აღთქმა დადო, რომელიც დარღვეულია. 2019 წლის ოქტომბერში წმინდა სინოდმა პეტრე მღვდელთმთავრობიდან განაყენა, ვინაიდან მან პატრიარქსა და სხვა სასულიერო პირებს ჰომოსექსუალიზმსა და პედოფილიაში დასდო ბრალი.
პეტრე ცაავა ხელმძღვანელობს ოთხ არაკომერციულ ორგანიზაციას:
1. ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი (რეგისტრირებულია 2011 წელს)
2. ჭყონდიდელის ფონდი (დაწყებულია ლიკვიდაცია)
3. წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია (რეგისტრირებულია 2014 წელს)
4. შპს სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი (რეგისტრირებულია 2005 წელს)
„ქართულ ტრადიციულ ღვინის ფონდში“ პაატა ცაავას პარტნიორები არიან აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და მიტროპოლიტი ანდრია. კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს 25 წლით, უსასყიდლო უზურფრუქტის უფლებით, გადასცა 184 კვ.მ. კომერციული ფართი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 18 ნომერში. ამ შენობის გვერდით, 60 კვ.მ.-ანი კომერციული ფართი ორი თვის წინ 1300 დოლარად ქირავდებოდა.
საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1YZThG_VlnGHr1vxmZqHZF1wq2bDqdnUv?usp=sharing