ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას.
ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართულად დაესხნენ თავს ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებს.
ჟურნალისტური საქმიანობისას, სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთს გაუსწორდნენ ძალადობის უკიდურესი ფორმით, რომელიც წამებად კვალიფიცირდება .
თავდასხმები, უმთავრესად, ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა ჟურნალისტზე ძალადობდნენ არაფორმალური მარბიელი ჯგუფები, პოლიცია კი ამ ფაქტს თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს.
ხელისუფლება ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად იყენებს.
სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად, დიდწილად, დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში.
განცხადებას ხელს აწერენ ონლაინ მედიები: (სია განახლებადია)
ფლანგვის დეტექტორი
On.ge
Publika.ge
მედია აპრილი
Chai Khana Media
Entrepreneur Georgia
ტაბულა
knews.ge კახეთის ხმა
სამხრეთის კარიბჭე
რადიო “მარნეული”
EPN.ge
მაუწყებელი
პროექტი 64
OC Media
საგამოძიებო მედია ლაბი (IML)
Accent
bm.ge
ერთობლივი განცხადების ბმული: https://docs.google.com/document/d/15iEqksEaKOva0JTzAnu7GNdxy59yMcwrEdy1Kko1arg/edit?tab=t.0