fbpx
ეკა სეფაშვილი - რუსული კანონის ხელმომწერი

ეკა სეფაშვილი

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებებს გპირდებით.

Პარტია: მოძრაობა “ხალხის ძალა”, პარლამენტში მოხვდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით.

განათლება:

1990-1995 წლები – თსუ, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტი. 

1995-1998 წლები – თსუ, ასპირანტურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით. 

2002 წელი – თსუ, მსოფლიო ეკონომიკის სპეციალიზაციით, აკადემიური ხარისხი – ეკონომიკის დოქტორი.

გამოცდილება: 

1997-1998; 1999-2002 წლები – გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის “ქალები განვითარების პროცესში” მონაწილე;

1997-2004 წლები – საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მრჩეველი;

2002-2005 წლები – თსუ, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა კათედრა, დოცენტი;

2005-2006 წლები – თსუ, თბილისის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; დეკანის მოადგილე;

2006-2018 წლები – თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკური აღრიცხვის კათედრა, ასოცირებული პროფესორი;

2006-2015 წლები – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაცის სამსახურის უფროსის მოადგილე; მინისტრის მთავარი მრჩეველი;

2015-2017 წლები- რეგიონული განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე, აპარატის მრჩეველი;

2018-დღემდე – თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პოფესორი;

2020 წელი – ევროპის საბჭოს პროგრამის მრჩეველი;

2020 წელი – მსოფლიო ბანკის პროექტის კონსულტანტი;

რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. #12 

დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი

ხელფასი პარლამენტიდან: 2022 წელს – 46,500 ლარი, 2021 წელს – 48,921 ლარი. მისი ყოველთვიური ხელფასი 3800 – 4000 ლარამდე მერყეობს.

სხვა შემოსავალი: თსუ, ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის წლიური ხელფასი 18 ათასი ლარი.

უძრავი ქონება: 

285 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 5.5%-ს თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე. თანამესაკუთრე იყო 2019 წლიდან, მაგრამ 2022 წლამდე არსებულ დეკლარაციებში ეს ქონება ასახული არ იყო. არადა, ჩვენ გამჭვირვალობის სახელით კი გველაპარაკება.

117 კვ.მ ბინა თბილისში, შარტავას ქუჩაზე. შეიძინა 2016 წელს. 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით ბინის ფასი 128 ათასი აშშ დოლარი იყო, 2023 წელს კი ზუსტად იგივე ქონების ღირებულება 124 ათას დოლარამდე შეამცირა. 

131 კვ.მ ბინა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, აჩუქეს 2014 წელს. ჰყავს ორი თანამესაკუთრე. 

ფეისბუქის ანგარიში: https://www.facebook.com/eka.sepashvili 

იხილეთ ასევე: 

ირმა ზავრადაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ბაია კვიციანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

გენრიეტა წიწავა – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გენრიეტა წიწავა
გენრიეტა წიწავა - რუსული კანონის ხელმომწერი

გენრიეტა წიწავა

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share