fbpx
ელისო ბოლქვაძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

ელისო ბოლქვაძე 

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებებს გპირდებით.

პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

განათლება: 

1989 წელი – ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს სპეციალობა, ასპირანტურა;

პარიზის სახელოვნებო უმაღლესი სკოლა „ecole normale superiere de paris“. (სწავლის ზუსტი პერიოდის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტის ვებგვერდზე იძებნება და არც სხვა ღია წყაროებში)

სამუშაო გამოცდილება: 

2015 წლიდან დღემდე – იუნესკო/გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მშვიდობის არტისტი (ელჩი);

2013 წლიდან დღემდე – შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი;

2012-2020 წლები – ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდ „ლირას” დირექტორი;

1993-1996 წლები – სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგოგი.

ქართული საზოგადოებისთვის რუსულ კურსს კი ირჩევს, მაგრამ ელისო ბოლქვაძის ბიოგრაფიაში მრავლადაა დასავლეთის კვალი. 1990-ანი წლებიდან სწავლობდა და ცხოვრობდა ავსტრიასა და საფრანგეთში. მიღებული აქვს საერთაშორისო კონკურსების პრემიები პორტუგალიაში, გერმანიასა და აშშ-ში. 

რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, ზაურ ბოლქვაძის ქუჩა, #3, ბინა 10

დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი

ხელფასი პარლამენტიდან: 2023 წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს პარლამენტის კულტურის კომიტეტიდან ელისო ბოლქვაძის ხელფასი 50,332 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,194 ლარია. 

სხვა შემოსავალი: გასულ წელს ელისო ბოლქვაძემ პიანისტ-სოლისტად შემოქმედებითი საქმიანობით 19 ათასი ევროს შემოსავალი მიიღო. 

უძრავი ქონება: 80 კვ.მ ბინა თბილისში, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც 2019 წელს დედამ, ნადეჟდა ბოლქვაძემ აჩუქა. 

“ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას” 2014-2019 წლებში   სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებული აქვს 483,000 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები, კლასიკური მუსიკის ფესტივალების მოწყობისთვის. 

ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/elisso.bolkvadze

მასალის გამოყენების პირობები

იხილეთ ასევე: 

ნიკოლოზ სამხარაძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ეკა სეფაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ბაია კვიციანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 5
რუსეთის საამებლად 1

ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 5

“ვაჭრობა” მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრისთვის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share