fbpx
patriotebi

სქემა “პატრიოტთა ალიანსისთვის” ფულის შესაწირად

ბიზნესმენისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ზაზა ოქუაშვილის სახელთან დაკავშირებულმა ექვსმა კომპანიამ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 120 ათასი ლარი შეწირა.

პარტიის ანგარიშზე ეს თანხა 2016 წლის 20-25 ივლისის შუალედში ჩაირიცხა.

ოქუაშვილის მეუღლე, ნატო ჩხეიძე ამ პარტიის წევრია და ბიზნესმენის მხრიდან მეუღლის თანაგუნდელებისთვის ფულის შეწირვა დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს. რაც გვაკვირვებს, ესაა სქემა, რომლის მეშვეობითაც პარტიამ მისგან შეწირულობა მიიღო.

ოქუაშვილისგან განსხვავებით სხვა ბიზნესმენებს, მაგალითად ფრიდონ ინჯიას, გიორგი მორგოშიას, ავთანდილ ენუქიძეს პარტიისთვის ფულის შესაწირად კომპანიები არ გამოუყენებიათ და თანხა მათ პირადად გადაურიცხეს “პატრიოტთა ალიანსს.”

ოქუაშვილის შემთხვევაში კი სქემა ამგვარი იყო:

ოქუაშვილი რამდენიმე კომპანიას ფლობს პანამის ოფშორულ ზონაში, რომელთა სახელები “საქართველოს პატრიოტთა ალიანსისთვის” თანხის გადარაცხვის სქემაშიც მოხვდა. მაგალითად, კომპანია “ნოვალ ინვესთმენთის” წარმომადგენლები იყვნენ მარიამ ჯაფარიძე და დავით ფანქველაშვილი – ოქუაშვილთან დაახლოებული პირები. თავად ოქუაშვილი პანამაში ფლობს Finley Trading-ს, DAGMAR FINANCE GROUP INC-სა Velsan Trading Corp-ს. “პანამის დოკუმენტების” თანახმად თავად ოქუაშვილი 2001 წელს წარმოადგენდა კომპანია Dorwin Investments, რომლის ბოლო წარმომადგენელი ნუგზარ ექვთიმიშვილია. ექვთიმიშვილი ასევე წარმოადგენს ოქუაშვილის საკუთრებაში მყოფ Finley Trading-საც.

ოქუაშვილი საქართველოში ფლობს სიგარეტის, მანქანებისა და მედია ბიზნესს. მას ეკუთვნის შპს “ომეგა 2,” რომელიც სიგარეტის წარმოებითაა დაკავებული, შპს “ომეგა მოტორსი,” რომელიც BMW-ს ოფიციალური დილერია საქართველოში და ტელეკომპანია “იბერია.” მისი პარტნიორები, გიორგი ქურდაძე და მარიამ ჯაფარიძე კი ფლობენ ტელეკომპანია “ბორჯომს.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ცოლი ყიდის, ქმარი ყიდულობს
coli qmari

ცოლი ყიდის, ქმარი ყიდულობს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share