fbpx

კალაურის რეზერვუარზე მოლაპარაკებები დაწყებულია

mosaxleoba scaled e1606896734893 2

ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოგიყევით, რომ სოფელ კალაურში ხალხი წლებია უწყლოდ ცხოვრობს. ამ პრობლემის სათავე კი სოფელში არსებული რეზერვუარია, რომელიც დაზიანებულია და წყალს ვერ იკავებს. რეზერვუარი “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაშია. ამის გამო კი მუნიცპალიტეტი ავზის შეკეთებაზე უარს ამბობდა. 

ვინაიდან ჩვენი მიზანია, რომ სოფლის მოსახლეობას წყალი მალე ჰქონდეს და მათი საცხოვრებელი პირობები ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს, ჩვენ მივყვებით ამ ამბის განვითარებას და დროდადრო ვამოწმებთ როგორ მიდის პროცესი. 

გავარკვიეთ, რომ მერიასა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. ჭიათურის მერის მოადგილემ, გიორგი ბიწაძემ გვითხრა, რომ მომავალ წელს რეზერვუარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა. 

 “(რეზერვუარი) უნდა გადაეცეს ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ  ეკონომიკის სამინისტროს უნდა მივმართოთ, რომ გადმოვიდეს ჩვენს ბალანსზე. მანამდე გვინდა, ფინანსური საკითხი დავალაგოთ, “ჯორჯიან მანგანეზთან” მაგ მოლაპარაკებაში ვართ ახლა. ინვენტარიზაცია მათ ჩაატარეს, ჩვენებთან ერთად. გაიარეს, ქსელი შეამოწმეს, რეზერვუარი ნახეს და სურათი ცნობილია”, –  გვიხნის გიორგი ბიწაძე. 

ჭიათურის მერის მოადგილე დაგვპირდა, რომ მოლაპარაეკებების შედეგებს აუცილებლად გვაცნობებს. 

შეგახსენებთ, რომ ამ რეზერვუარის შესაკეთებლად, დაახლოებით, 160,000 ლარია საჭირო. ჭიათურის მუნიციპალიტეტს კი ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, 2018 წელს ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩათ 10 მილიონ ლარზე მეტი, 2019 წელს კი – 4.5 მილიონი ლარი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“შინაურობაში” გადახურული გელათი – ნაწილი I
gelati

“შინაურობაში” გადახურული გელათი – ნაწილი I

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share