fbpx
saakashvil ivanishvili

სააკაშვილ-ივანიშვილის ლობისტი ტრამპის საქმეში დამნაშავედ სცნეს

ავტორი: დეივ ბლოსი

ამერიკელი ლობისტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილისთვის მუშაობდა ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმესთან დაკავშირებით.

სემ პეიტენმა აღიარა, რომ მან გამოიყენა აშშ-ს მოქალაქე (ვინაობა უცნობია), რომლის დახმარებითაც ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ოთხი ბილეთის საფასური, 50,000 დოლარი გადაიხადა. ბილეთები შეიძინეს უკრაინელი სერჰეი ლოვოჩკინისთვის, რომელიც პრო-რუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი იყო.

პეიტენს ბრალი ედება იმაში, რომ არ დარეგისტრირდა როგორც უცხოელი აგენტი, რომელიც ლობირებდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აშშ-ში. იგი ასევე აღიარებს, რომ დამალა აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ბილეთები უცხო ქვეყნის ფულით შეიძინეს.

პეიტენს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ მანდ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რომელიც ტრამპისა და უცხოეთის მთავრობების კავშირებს სწავლობს.

პეიტენმა ერთხელ საკუთარ თავს სააკაშვილის “ჩრდილში მყოფი მენეჯერი” უწოდა. ვიკილიქსის მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, იგი 2008 წელს შეხვდა საქართველოში აშშ-ს ელჩს, ჯონ ტაფტს, როგორც ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ დაქირავებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული კომპანიის “გრინბერგ ასსოსიეითს”-ის წარმომადგენელი.

პეიტენი ერთ დროს თბილისშიც ცხოვრობდა. 2011 წლის დასაწყისში მან ხელშეკრულება გააფორმა ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილთან, რათა მათი ლობისტი ყოფილიყო აშშ-ში.

კონტრაქტების შესახებ:

— “თავისუფალ დემოკრატები” პეიტენის პარტნიორს, BGR Gabara Ltd-ს 10,000 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ, სანაცვლოდ კომპანიას მათთვის ამერიკაში საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობის სტრატეგია უნდა შეემუშავებინა;
— ბიძინა ივანიშვილისგან თვეში 25,000 დოლარს მიიღებდა პეიტენი BGR Gabara Ltd-ის გავლით, რათა დახმარებოდა 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებაში;
— ბიძინა ივანიშვილისგან 20,000 დოლარი ერგებოდა პეიტენს ყოველთვიურად აშშ-ს მთავრობასა და საზოგადოებაში მისი ინტერესების ლობირებისთვის.

პეიტენი ჩვენს რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში წლების მანძილზე მუშაობდა. იგი 2001-2004 წლებში მართავდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისს მოსკოვში. შემდეგ კი იყო Freedom House-ის ევრაზიის პროგრამის დირექტორი.

ბოლო ხანებში პეიტენი “კემბრიჯ ანალიტიკაში,” ბრიტანულ მონაცემთა კომპანიაში მუშაობდა. ორგანიზაციის საქმიანობას გამოძიება სწავლობს, რათა დადგინდეს რა გავლენა იქონია ამ კომპანიამ 2016 წელს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რუსული ფონდები საქართველოში
rus fondebi

რუსული ფონდები საქართველოში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share