fbpx
მაია ბითაძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

მაია ბითაძე

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას გპირდებით. 

პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

განათლება:

1999 წელი – თსუ, საერთაშორისო სამართალი; 

2007 წელი – თსუ, სამართალი, დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: 

1998-2001, 2011-2017 წლები – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, იურიდიული სამმართველო, სპეციალისტი, დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე;

2001-2003 წლები – დაცული ტერიტორიების პროექტი, იურისტ-ექსპერტი, მსოფლიო ბანკი;

2003 – 2004 წლები – ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი,  იურისტ-ექსპერტი, undp/გაეროს განვითარების პროგრამა,  gef/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი;

2004-2005 წლები – “თევზის მეურნეობის სექტორის განვითარების პროექტი, „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება, იურისტ-ექსპერტი, undp/გაეროს განვითარების პროგრამა, fao/გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია;

2004 წლიდან დღემდე – თსუ, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოების ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;

2006-2011 წლები –  ეუთო/(ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია), „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში;

2007-2018 წლები – კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი;

2009 წელი – ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციის შემმუშავებელი კომისია, წევრი;

2011-2012 წლები – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პედაგოგი;

2012-2015 წლები  – საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი;

2014-2017 წლები – ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, შერპა საქართველოდან;

2015-2021 წლები – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრა და ბიურო, თავმჯდომარე;

2017-2020 წლები – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე.

რეგისტრაციის მისამართი:  თბილისი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, კორპუსი 1, ბინა #71

დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი

ოჯახის წევრები: გიორგი ზაბახიძე- ყოფილი მეუღლე, ჯემალ ზაბახიძე და 

ალექსანდრე ზაბახიძე – შვილები. მასთან ერთად მისამართზე ჩაწერილები არიან- ბითაძე        ეკატერინე,ნადარეიშვილი        მარინა

უძრავი ქონება:

135 კვ.მ ბინა თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე, რომელიც 2020 წლის დეკემბერში 66,000 აშშ დოლარად იყიდა.        

ოჯახის წევრების უძრავი ქონება: 

Პარლამენტარის შვილი ჯემალ ზაბახიძე ფლობს 122 კვ.მ ბინას თბილისში, თამარაშვილის #13-ში, რომელიც 2021 წელს შეიძინა. 

ხელფასი პარლამენტიდან:  2023 წელს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს მისი ხელფასი 53,449 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,454 ლარია. 

სხვა შემოსავალი: თსუ-ში ლექტორის ანაზღაურებად გასული წლის განმავლობაში 12,440 ლარი ჩაერიცხა, მისი ყოფილი მეუღლისგან კი საჩუქრად მიიღო 30,000 ევრო. 

ფეისბუქ ანგარიში:  https://www.facebook.com/mbitadze

იხილეთ ასევე: 

ეკა სეფაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ბაია კვიციანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

გენრიეტა წიწავა – რუსული კანონის მხარდემჭერი დეპუტატები

ირმა ზავრადაშვილი- რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

მაკა ბოჭორიშვილი

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share