fbpx
რამინა რიმა ბერაძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

რამინა ბერაძე

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას გპირდებით.

პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

განათლება:

1977 წელი – სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია;

1988 წელი – საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიკა; 

1988 წელი – ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა, პოლიტიკის მეცნიერებები.

გამოცდილება: 

1985 – 1991 წელი – რაიკომის მდივანი;

1992 – 1995 წელი – ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე;

1996 – 2005 წელი – პრეზიდენტის აპარატი, დსთ-ს და„მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი;

2005 – 2007 წელი – ფინანსთა სამინისტრო, თბილისის საგადასახადო ინსპექციის აპარატი, ადმინისტრაციის უფროსი;

2014-2020 წლები – თბილისის საკრებულო, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის” თავმჯდომარე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი;

2020 წელი – დღემდე – “კავკასიის უნივერსიტეტი”, სახელმწიფო მართვის სკოლა, მოწვეული ლექტორი ადგილობრივი თვითმმართველობის კურსზე.

რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. #7

დაბადების ადგილი:  საქართველო, ოზურგეთი

ხელფასი პარლამენტიდან:  2022 წლის დეკლარაციით, პარლამენტის დეპუტატის რანგში მისი ხელფასი 45,504 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 3,792 ლარია.

უძრავი ქონება: 

60 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. 

122 კვ.მ ბინა გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე, რომელიც 1997 წელს 13 ათას აშშ დოლარად შეიძინა.

90 კვ.მ ბინა ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალში, რომელიც 2008 წელს 38,000 აშშ დოლარად იყიდა.

ფეისბუქის ანგარიში: https://www.facebook.com/rimuka.beradze

იხილეთ ასევე: 

ეკა სეფაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ბაია კვიციანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

გენრიეტა წიწავა – რუსული კანონის მხარდემჭერი დეპუტატები

ირმა ზავარდაშვილი- რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დიმიტრი სამხარაძე
დიმიტრი სამხარაძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

დიმიტრი სამხარაძე

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share