25 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შევხვდით, შეხვედრას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსახლეობას ამ ქუჩაზე სანიაღვრე არხების პრობლემა აქვს. წვიმის დროს წყალი სახლში შედის და დაახლოებით, 20-მდე ოჯახი ზარალდება. მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება, ძირითადად, საკუთარი რესურსით უწევს.
ნოდარ ჩაჩუა მერიაში არხების, წყალსადენებსა და კანალიზაციის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი. გვითხრა, მოგვწეროს მოსახლეობამ წერილი, ჩვენ შესაბამის სამსახურს გადავცემთ და ისინი გაწმენდენო.
30 აგვისტოს მოსახლეობისგან ცნობა მივიღეთ, რომ მერიამ სანიაღვრე არხი გაწმინდა. დასაფასებელია მერიის სწრაფი ქმედება და ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზაობაც.
ეს ადგილობრივების პრობლემას დროებით მაინც მოაგვარებს. თუმცა, ამ ქუჩის მაცხოვრებლებს არხის კაპიტალური შეკეთება სჭირდება. Როგორც ნოდარ ჩაჩუამ გვითხრა, ხალხმა ახლა ახალი განცხადება უნდა გააგზავნოს მერიაში და სანიაღვრე არხის კაპიტალური შეკეთება მოითხოვონ. Შემდეგ კი დაიწყება პროცედურები: მომზადდება შესაბამისი პროექტი და სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადდება ტენდერი. Ნოდარ ჩაჩუა ვერ გვიკონკრეტებს, როდის ექნება რობაქიძის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე არხი, თუმცა, გვეუბნება, რომ მოსახლეობის წერილზე რეაგირება ექნებათ.
ჩვენ ამ ამბავს თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით, რას მოიმოქმედებს მერია მოსახლეობის დასახმარებლად.