მარნეულის სოფელ თაქალოს მოსახლეობა აპროტესტებს, რომ მერიამ საარჩევნო დანაპირები არ შეასრულა და არ გადაუფორმათ მიწები, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. იმის მიუხედავად, რომ წლებია ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ, ეს ნაკვეთები მათი საკუთრება მაინც ვერ გახდებოდა. გლეხებს უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გააჩნიათ.
ამიტომ, Საქმე გვაქვს წინასაარჩევნოდ ხმებით ვაჭრობასთან. “ოცნების” მერობის კანდიდატმა ქენან ომაროვმა შარშან ამომრჩევლის გულის მოსაგებად მიწების დამტკიცებაზე დაპირებები ჰაერზე გასცა. მერიას რომ მსგავსი უფლებამოსილება ვერ ექნებოდა, ამას იურისტებიც გვეუბნებიან.
არჩევნებმა ჩაიარა, ქერან ომაროვი მერად აირჩიეს. მიწები კი ადგილობრივების ნაცვლად “ოცნების” დეპუტატ გოჩა ენუქიძის კომპანიას, შპს “არეა 32”- ს დარჩა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ მათ 30 წლით გადასცა 32 ჰექტარი მიწის ნაკვეთები. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით კომპანიამ ყოველწლიურად, 23 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, სამი წლის განმავლობაში 380 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს და ნარგავები გააშენოს.
კომპანიის დირექტორმა, გოჩა ენუქიძის შვილმა “აი, ფაქტს” უთხრა, რომ თაქალოს ნაკვეთებზე ნუშის ბაღების გაფართოება სურთ. Მისი თქმით, არ იცოდნენ, რომ ამ მიწებს მოსახლეობა იყენებდა. ახლა დაძაბული ვითარების გამო გეგმების გადავადება მოუწიათ.
Ნოემბრის ბოლოს თაქალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა. Მთავრობამ გლეხებისთვის ალტერნატიული მიწის მოძებნაზე ფიქრი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო.
“აი, ფაქტი” ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა მარნეულის მერთან დაკავშირებას. თუმცა, ჩვენს ომაროვმა ზარებს არ უპასუხა. დავურეკეთ თაქალოში მერის წარმომადგენელს დილენ ბაირამოვს. მისი თქმით, უწყებებს შორის გაუგებრობა მოხდა.
ჩვენი ზარის შემდეგ, იმავე დღეს, ბაირამოვი მოსახლეობას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ჩაინიშნა შეხვედრა მერთან, კომპანიასთან და რწმუნებულთან. Სწორედ Ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოსახლეობა ძველი ნაკვეთებიდან 200-300 მეტრში ალტერნატიულ ადგილს მიიღებდა.
“აი,ფაქტის” ინფორმაციით, შეთავაზებული ტერიტორია ნაკლები ფართობის, ჯამში 20.5 ჰექტარია. საჯარო რეესტრის რუკიდან კი აშკარაა, რომ ეს ადგილი სოფლის მეურნეობისთვის უვარგისია. ნათლად ჩანს მწვანე, ფოთლოვანი ხეებით დაფარული სივრცე. Მის ჩეხვა-კაფვას დამატებითი დრო და სახსრები დასჭირდება. ამისთვის, ფულს კომპანია “არეა 32”-იც დახარჯავს და მთავრობაც.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მარნეულის მერიის არასწორი კომუნიკაციის გამო ხალხიც დაზარალდა და მეიჯარე კომპანიაც.
მომავალშიც მივადევნებთ თვალს ამ ამბავს, რომ დავრწმუნდეთ მთავრობამ ნამდვილად ყურად იღო ხალხის პრობლემა და მხოლოდ მათ გასაჩუმებლად არ ჩადო ეს ძალისხმევა.
იხილეთ “აი, ფაქტის” ვრცელი სტატია ამ ამბავზე: