fbpx
მაცხოვარი1

თერჯოლის ორი სოფლის, გოგნის და ჩხარის პრობლემები

29 აგვისტოს თერჯოლის ორ სოფელს, გოგნს და ჩხარს ვესტუმრეთ, რომ გაგვეგო, რა უჭირს მოსახლეობას და რაში სჭირდებათ მთავრობის მიხმარება. ადგილობრივებმა შემოგვჩივლეს, რომ უწყლობა და უგზობა აწუხებთ, ყურადღებისმიმქცევი კი არავინ ჰყავთ. 

Ჩხარში, ე.წ ამირანაშვილების უბანში გვითხრეს, რომ სოფლის შიდა გზებს სანიაღვრე არხები არ აქვს, უხვი ნალექის დროს გზა ირეცხება, სავალ ნაწილზე ჩამოყრილ კლდის ნატეხებს ერევა და ტალახდებაო. 

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ჩხარის თემში მერის წარმომადგენელი , იოსებ ჭანტურიძეც შემოგვიერთდა, რომელმაც ადგილობრივები დააიმედა – ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება და ამ ტერიტორიასაც ეშველებაო. ამ გზაზე ბეტონის დაგება იგეგმება, რისთვისაც თერჯოლის მერია 315 790 ლარს გამოყოფს. Სამუშაოები, სავარაუდოდ, 2025 წელს დასრულდება.

გზა
სოფელ გოგნის გზა

 ჩხარის კიდევ ერთ უბანში, ე.წ მეტლახის დასახლებაში მოუწესრიგებელი გზის გარდა, სასმელი წყლის ამბავიც აწუხებთ. გვითხრეს, რომ ზაფხულში წყალს ისედაც თითქმის დამშრალი წყაროებიდან ეზიდებიან, სარწყავად სამყოფი კი საერთოდ არ აქვთ. Მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, ამ უბნის გზას მოხრეშავენ, თუმცა როგორ და როდის მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა, ჯერჯერობით, უცნობია. 

თერჯოლის კიდევ ერთ სოფელ გოგნში, მე-11 ქუჩაზე, ხშირი დატბორვები აწუხებთ და სანიაღვრე არხები სჭირდებათ. Ძლიერი წვიმის დროს წყალი გზებზეც გუბდება და ხალხს გავლა უჭირს. იტბორება და Ზიანდება ახლადმოწყობილი საფეხბურთო სტადიონიც. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ამ პრობლემას დახურული სანიაღვრე არხები მოაგვარებდა, მაგრამ ამის გამკეთებელი, ჯერჯერობით, არავინ ჩანს. ადგილობრივებს წყალდიდობის საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე რაიმე დაპირება ჯერ არ მოუსმენიათ. 

თერჯოლის მერიაში მოვიკითხეთ, როგორ რეაგირებენ ამ ორი სოფლის პრობლემებზე და რა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გეგმავენ უახლოეს მომავალში. Მათ პასუხს დაველოდებით და ტექსტს შესაბამისად განვაახლებთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
პარლამენტარობის ხიბლი: როგორ გამდიდრდა მესტიის “ფეოდალი” ვიქტორ ჯაფარიძე
ვიქტორ ჯაფარიძე - პარლამენტარობის ხიბლი

პარლამენტარობის ხიბლი: როგორ გამდიდრდა მესტიის “ფეოდალი” ვიქტორ ჯაფარიძე

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share