fbpx
jurnalists

ორგანიზებული ონლაინ შეტევა ჟურნალისტებზე

პრორუსული, პუტინისტური და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფა 2021 წლის 5 ივლისს, ერთ დღეში და მოულოდნელად არ დაწყებულა. ამისთვის ნიადაგი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.  

ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხყოფასა და აგრესიას ორგანიზებული სახე აქვს.  2021 წლის 11 მარტს ჟურნალისტების “გასაშავებლად” ფეისბუქში ორი გვერდი შეიქმნა, “ჟჟურნალისტები” და fake დეტექტორი. თუ იმდროინდელ მოვლენებსა და ამ გვერდების პირველ პოსტებს გავიხსენებთ, დროში ემთხვევა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშილის (6 მარტი) ფარული ჩანაწერების გავრცელებას. სწორედ ამის შემდეგ იქმნება ეს გვერდები და პირველ სამიზნედ ტ/კ “პირველსა” და ნოდარ მელაძეს ირჩევენ

63xRSUXt Mu154p3PCXictPHCbl8Bv3x3y8CVR lq3zQ Qa5fhlx1zotzcoRfZVTg5 egttmPSwJOaW2dFS25BOl8d9JbKubW3Cguu C8cNVJnKK7UVIXbQLezKF4HgM9XfVeGsM=s0

მელაძის შემდეგ  ამ გვერდებმა საქმიანობის ველი განავრცეს და სხვა მედიებსა და ჟურნალისტებსაც გადაწვდნენ. აქ ვრცელდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი პატარა ვიდეოები, ფოტოები ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანების პირადი გვერდებიდან. ორივე გვერდზე, უმეტესად, ერთი და იგივე მასალა ვრცელდება, ოღონდ გვერდის შესაბამისი ლოგოთი.

CM3ys3ws2RrDGXvb8c7RqriMALflLfKiwnM f4tWKS5E4jWDYx 5Uk9BYjl6lqrNVM1wvsI53Rn88zeKmXU uhOz BeNV633a4aF PNJnUiOprDL5v9UwPMKEFIm Cnd2Lvw3BN=s0

j3xwmTTYFq pKe1s XcLO2ZoHGzQd57Ihecb2MAk m0Dlgj2Kvpq7LAPbInNLcVC8K58W6Bar8ok30oBEyMNA7g8lt33t

ამ ორი გვერდის მიერ გავრცელებული მასალის აქტიური მომხმარებლები არიან პრორუსი ბექა ვარდოსანიძე, ალტ-ინფოსა და ლევან ვასაძის მხარდამჭერები.

მარტიდან 5 ივლისამდე ამ გვერდებზე დაახლოებით კვირაში ერთი მასალა ქვეყნდებოდა ხოლმე. ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისა და ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ “ჟჟურნალისტების” გვერდი  გააქტიურდა და კვირაში რამდენიმე მასალის გამოქვეყნება დაიწყო. თუ ადრე მხოლოდ ცნობილ ტელეწამყვანებსა და მედია მენეჯერებს ერჩოდნენ, 5 ივლისის შემდეგ აგრესია ყველა ჟურნალისტზე გადანაწილდა.

[metaslider id=4975 cssclass=””]

ზუსტად იმის თქმა, თუ ვინ მართავს ამ გვერდებს და ვინ დგას მათ უკან, რთულია და ამის დადგენა საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ. ჩვენ რაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში  მოვიკვლიეთ, გიზიარებთ.  

fake დეტექტორს” აქვს თავისი ჯგუფი, რომელიც 22 ივლისს შეიქმნა. ამ ჯგუფის შემქმნელი და ადმინები thornike zedelashvili, გიორგი ზედელაშვილი და fake დეტექტორია. თორნიკე ზედელაშილი კი ინტერნეტგამოცემა ლიდერის დამფუძნებელია. ამ ჯგუფში ხშირად ზიარდება პრორუსული, პროპაგანდისტული პლატფორმა “ალტ-ინფოს”, ბექა ვარდოსანიძის თუ რამინ აბესაძის მასალებიც. 

 “აი, ფაქტმა” “fake დეტექტორის” ადმინისტრაციას მიწერა. მოპასუხე გიორგი ზედელაშვილად გაგვეცნო. გვერდი ყალბი ანგარიშის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამაში თქვენც დარწმუნდებით, თუ  მასზე გამოქვეყნებულ მასალას ყურადღებით გაეცნობით.  

ამ მიმოწერისას გვერდის ადმინისტრატორმა გვითხრა, რომ ეს სივრცე არის კომედიური სახის და მისი მიზანი მხოლოდ შარჟია. ის არ მოუწოდებს არავის ძალადობისკენ და გვერდი მხოლოდ იუმორისტული ხასიათისაა. ეს ყველაფერი კი მისი ჰობია. 

“არ ვარ კომპანია, არ მიხდიან ფულს ამაში, ეს ჩემი გასართობია და ჩემს გვერდზე რა კონტენტსაც მინდა, იმას დავაგდებ. ფბ-ის რეგულაციებს არ ვარღვევ და არც თუ ისე ბევრი მიმდევარი მყავს. მე მგონი ჯობია ცოტა დიდ ჯგუფებს მისწეროთ,” – გვიპასუხა “fake დეტექტორმა” ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ ავრცელებენ ამ სახის მასალებს ჟურნალისტების წინააღმდეგ. 

კიდევ ერთი გვერდი, რომელიც ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს, “ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტებია”. ეს გვერდი 31 ივლისს შეიქმნა და უკვე 3,000 მომწონებელი ჰყავს. გვერდზე განთავსებული ყველა პოსტი დარეკლამებულია. რეკლამაში ფულს კი ვინმე  ნათელა კილაძე იხდის. 31 ივლისის შემდეგ 11 პოსტის დარეკლამებაში მან 179 დოლარი დახარჯა. 

“აი,ფაქტი” შეეეცადა, გაერკვია ვინ არის  ნათელა კილაძე და რატომ ასპონსორებს ჟურნალისტების წინააღმდეგ პოსტებს. თუმცა, ჯერჯერობით, მის კვალს ვერ მივაგენით. კითხვები ნათელა კილაძის დასპონსორებულ გვერდებსაც მივწერეთ, ისევე როგორც სხვა დანარჩენს. კონტაქტზე არც ერთი მათგანი გამოსულა.

“ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტების” მიერ გავრცელებული პოსტების კონტექსტი კი ზუსტად იგივეა, რაც წინა ორი გვერდის შემთხვევაში. 

[metaslider id=4867 cssclass=””]

ამ გვერდების კოორდინირებულ  ქმედებას კიდევ ერთი ვიდეო ადასტურებს, რომელიც 7 აგვისტოს “ჟჟურნალისტებზე” 6:43-ზე  გამოქვეყნდა, ხოლო “ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტებზე” 6:46 წუთზე. ვიდეოს დასათაურებაც კი ორივე შემთხვევაში მსგავსია. კოორდინირებულად რომ არ მუშაობდნენ, მაშინ “ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტების” ადმინისტრაციას წამებში უნდა ენახა “ჟჟურნალისტებზე” გამოქვეყნებული მასალა, ჩამოეტვირთა, სამონტაჟო პროგრამაში დაედო საკუთარი ლოგო ვიდეოზე და თავიდან აეტვირთა ფეისბუქის გვერდზე. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში – ნაწილი II
1 1

Მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში – ნაწილი II

Ბოლო სამ წელში მერიამ მისთვის სასურველ კომპანიებს გამარტივებული შესყიდვით 1

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share