ივლისში ფეისბუქზე ორი ახალი გვერდი გამოჩნდა, რომლებიც მთავრობის მხარდამჭერ მასალებს ავრცელებენ. ამ გვერდებმა, აგვისტოში რეკლამაზე $5,000 დახარჯეს.
1. საზოგადოება – ვებგვერდი: https://geosociety.ge/
2. გზავნილი • M O O D – ვებგვერდი: https://gzavnilinews.ge/
ორივე ვებგვერდი 7 ივლისს დარეგისტრირდა. Facebook-ზე კი 21 ივლისიდან გააქტიურდნენ. მათ უკვე არსებული გვერდები შეიძინეს და სახელები შეუცვალეს. ერთ შემთხვევაში ეს People From Batumi იყო; მეორეში კი M O O D-ი. გზავნილი M O O D -ის გვერდი 41,860 ადამიანს მოსწონს. გზავნილი კი 14,500-ს.
პროპაგანდისტული ვებგვერდები კი სტატიებს 4 აგვისტოდან გვთავაზობს. სტატიების ნაწილი მთავრობასა და მათ რეფორმებს დადებითად ეხმიანება.
საიტები, ზოგჯერ, ერთი და იმავე შინაარსის სტატიებს გვთავაზობენ, განსხვავებული სურათით და ოდნავ შეცვლილი სათაურით. ორივე გვერდი ასპონსორებს ინფორმაციას მთავრობის ახალ სოციალურ პაკეტებზე და ოპოზიციის ლიდერებს ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ. ვებ-გვერდების დიზაინიც ერთმანეთს ჰგავს.
გარდა ზემოთაღწერილი საიტებისა და ფეისბუქის გვერდებისა, 2020 წლის 21 ივლისს შეიქმნა “საინფორმაციო ბლოგი – Informative Blog.” მას ამჟამად 266 მომწონებელი ჰყავს. ამ გვერდმა აგვისტოში 100-100 დოლარით დაასპონსორა ფოტოზე მოცემული ორი პოსტი.